2020-21 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესი გახდა. არგენტინელმა ეს მეშვიდედ მოახერხა და, რა თქმა უნდა, ისტორიაში საუკეთესო მიღწევაა.
საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად, ლეოს სერიოზული კონკურენტი – რობერტ ლევანდოვსკი ჰყავდა, რაც ხმის მიცემის შედეგებმაც დაადასტურა: მესი: 613; ლევი: 580.
არგენტინელმა ვარსკვლავმა მსოფლიო დონის კლასი გამარჯვების შემდეგ სიტყვაშიც გამოავლინა, სადაც ჯერ მადლობა თანაგუნდელებს გადაუხადა, შემდეგ კი ლევანდოვსკიზე ისაუბრა:
“ოქროს ბურთი დაიმსახურე. წინა წელს, ყველა ვთანხმდებოდით რომ ყველაზე დიდი გამარჯვებული იყავი”
ასევე, ლეომ ხაზი გაუსვა, რომ რობერტთან მეტოქეობა მისთვის დიდი პატივია.
თავის მხრივ, ლევანდოვსკი ნამდვილად დაიჩაგრა. 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ოქროს ბურთი არ გაიცა, სადაც რობერტი ჩემპიონთა ლიგისა და ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და მოიგო ყველა ტიტული, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ასევე, 2021 კალენდარულ წელს, 60-ზე მეტი გოლი გაიტანა და ეს წელი ჯერ კიდევ არ დასრულებულა…