მესის მაისურის ნაცვლად დედა შესთავაზეს (ფოტო)

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში პსჟ ლაიფციგს შეხვდა და 3:2 დაამარცხა. ამ მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა ლეო მესიმ, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

მატჩს მცირე წლოვანი გულშემატკივარი დაესწრო, რომელიც თამაშზე საინტერესო ბანერით მივიდა. “ლეო მომეცი მაისურა და მე დედას დაგითმობ” ეწერა ბიჭის მიერ გამოფენილ ბანერზე. საინტერესოა, რომ ბავშვს დედაც გვერდით ეჯდა და შვილის ინიციატივა აშკარად არ მოსწონდა.

რაც შეეხება პსჟ-ს, პოჩეტინოს გუნდი ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში 7 ქულით პირველ ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას კვლავ ლაიფციგთან ჩაატარებს, ამჯერად უკვე გერმანიაში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *