ძირითადად გეიმინგ სტრიმებით ცნობილი პლატფორმა Twich საფეხბურთო სივრცის ათვისების ამბიციური გეგმის სისრულეში მოყვანას იწყებს, დიდი აჟიოტაჟის ფონზე პარიზულ გრანდში ლიონელ მესის გადასვლის შემდეგ, მისი პირველი ვიდეო ინტერვიუ სწორედ ამ პლატფორმაზე გავიდა. იბაი ლიონესი ესპანელი ინფლუენსერია, ფეხბურთელთან მისი ინტერვიუ კი სტრიმის სახით თვიჩით Amazon.com-ზე გავიდა.
” ვარჯიში და თამაში, ორი მთავარი რამ რაც ახლა მსურს, მინდა ფრანგი გულშემატკივარი გავახარო, ამბიციური კლუბი და პროექტია, აქ ყოფნა მახარებს და ბედნიერს მხდის” – განაცხადა სტრიმის დროს ლიონელმა.
317 000 ნახვა, ეს ის ციფრია რაც სტრიმმა პირდაპირ ეთერში დააგროვა, ინფუენსერი სერხიო აგუეროს ახლო მეგობარია, აგუერო გეიმინგითაც არის დაკავებული და თამაშებს ხშირად სტრიმავს, მათი მეგობრობა კი საბოლოოდ ლიონელ მესისთან ინტერვიუთი გაგრძელდა, სწორედ სერხიო დაეხმარა იბაის ინტერვიუს ორგანიზებაში.
ტრადიციული მედიისა და სატელევიზიო ინტერვიუების შემდეგ ეს ახალი სიტყვა და ინოვაციაა, ამაზონი და თვიჩი მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში საფეხბურთო სივრცის მეტად ათვისებას აპირებს. ერთ-ერთი საცდელი საპილოტე პროექტი შეიძლება სწორედ იბაისთან ერთად შედგას, ამ უკანასკნელს თვიჩის პლატფორმაზე 7 მილიონი გამომწერი ყავს.
პოტენციური ერთ-ერთი პროექტის საპატიო ელჩი და ვიდეო პოდკასტების სტუმრად კი შეიძლება ლიონელ მესი მოგვევლინოს, მიუხედავად იმისა რომ არგენტინელს მედიასთან ურთიერთობა დიდად არ მოწონს და ამ მიმართულებით ხშირად პასიურობს.