ლეო მესისა და ლუი ვან გაალის შეკამათებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში, არგენტინამ ნიდერლანდები, პენალტების სერიაში, დაამარცხა და ეს ინციდენტი ამის შემდეგ მოხდა.
ერთერთი ვარაუდის მიხედვით, დაპირისპირება ლეოს ჟესტს მოჰყვა – არგენტინელმა გოლი რიკელმეს სტილში აღნიშნა. როდესაც ბარსელონას ვან გაალი წვრთნიდა, იქ რიკელმე თამაშობდა და მათ შორის ყოველთვის ცუდი ურთიერთობა იყო…