მესის საჩუქარი ნონა გაფრინდაშვილს!

80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიოს ხუთგის ჩემპიონს, ნონა გაფინდაშვილის ლიონელ მესიმ თავის ავტოგრაფით მაისური გამოუგზავნა.
იუბილარს საჩუქარი საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა გადასცა!
ოქროს ბურთის 6-გზის მფლობელმა, ლიონელ მესიმ ქართველ ჩემპიონს მაისური ესპანურენოვანი წარწერით გამოუგზავნა: “ნონა, დაბადების დღეს გილოცავ!”
“ეს საჩუქარი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ აქ ისეთი სიტყვები წერია, ჩემი სახელიც მიწერილია, “გილოცავ დაბადების დღეს – ლეო მესი”. ჩემს მუზეუმში ეს მაისური განსაკუთრებული რელიქვიის ადგილს დაიკავებს,” – განაცხადა ჭადრაკის დედოფალმა.
ნონა გაფრინდაშვილი წლებია ბარსელონას და მესის ქომაგობს, რის შესახებაც არგენტინელმა ფეხბურთელმა ფიდეს ხელმძღვანელებისგან შეიტყო. სიურპრიზის მთავარი ინიციატორი ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი აკაკი იაშვილი გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ 17 წლის განმავლობაში მესიმ 34 ტიტული მოიგო და 520 შეხვედრაში 474 გოლი გაიტანა.
წყარო: ჭადრაკის ფედერაცია

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *