ლიონელ მესის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო, ფეხბურთელი ოფიციალურად პარი სენ ჟერმენის წევრი გახდა, პომპეზური დახვედრისა და წარდგენის შემდეგ დედაქალაქური კლუბის სოციალური მედიის არხები ფაქტიურად აფეთქდა. ასე მაგალითად, პსჟს ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდს მესის წარდგენის შემდეგ 20 მილიონი გამომწერი დაემატა, საგრძნობლად გაიზარდა კლუბის ფეისბუქის, თვითერის და ტიკტოკ გვერდების გამომწერთა რიცხვიც.
არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა პარიზულ კლუბთან ორ წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მხარეები ორმხრივი სურვილის შემთხვევაში კონტრაქტით მესამე წელსაც ითანამშრომლებენ, მესი ახალ კლუბში უფასოდ გადავიდა, ხელფასის სახით კი წლიურად 40 მილიონამდე ევროს მიიღებს.
” მინდა ახალ კლუბში თამაში მალე დავიწყო, ჩემი ამბიციები პსჟს ამბიციებს სრულად დაემთხვა, აქ საოცარი ფეხბურთელები თამაშობენ, “პარკ დე ფრენსზე” თამაში და ფანების გახარება ძალიან მალე მსურს ” – განაცხადა მესიმ.
ფეხურთელის წარდგენის შემდეგ გაირკვა რომ ის პარიზულ კლუბში 30 ნომრიანი მაისურით ითამაშებს, მესის მაისურების საყიდლად რიგში მდგომთა რიცხვს კი ბოლო არ უჩანს, კლუბი საოცარი სისწრაფით ყიდის მაისურებს როგორც ინტერნეტით, ისე საკუთარ ფან მაღაზიებში.
ნასერ ალ ხალიფმა, პსჟს მფლოსბელმა მესის მის კლუბში გადასვლა მიულოცა – ” მოხარული ვართ ამ ტრანსფერით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჩვენს გუნდში ითამაშებს, მივესალმებით ლიონელსა და მის ოჯახში პარიზში, წინ დიდი თავგადასავლები გველოდება.