არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ დაადასტურა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი მისთვის არგენტინის ნაკრებში ბოლო თამაში იქნება.
„მსოფლიო ჩეპიონატის ფინალში გასვლით ბედნიერი ვარ. გადამწყვეტი მატჩი კი ჩემს კარიერაში ბოლო შეხვედრა იქნება, რომელსაც არგენტინის ნაკრებში ჩავატარებ“, – თქვა ლეომ.
შეგახსენებთ, რომ ატგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატია 3:0 დაამარცხა. ლიონელ მესიმ ამ შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. ფინალში ალბისელესტეს მეტოქე 14 დეკემბერს, საფრანგეთისა და მაროკოს ნახვერაფინალურ მატჩში გაირკვევა.
აქვე გეტყვით, რომ ხორვატიასთან შეხვედრა არგენტინის ნაკრების კაპიტნისთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე 25-ე იყო. ამ მაჩვენებლით ის ლეგენდარულ გერმანელ ლოთარ მათეუსს გაუთანაბრდა, ფინალში თამაშის შეთხვევაში კი არგენტინელი მათეუსს გადაასწრებს და პირველი ფეხბურთლი გახდება, ვისაც მონდიალებზე 26 თამაში ექნება ჩატარებული.