მესის ღამე – არგენტინამ ეკვადორი დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა (ვიდეო)

მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ლეო მესიმ, რომელიც კოპა ამერიკის 1/4 ფინალში თანამემამულეებთან ერთად ეკვადორის ეროვნულ გუნდს შეხვდა. მატჩი არგენტინელთა სასარგებლოდ 3:0 დასრულდა.

თამაშმა ალბილესტეს სრული უპირატესობით ჩაიარა და სკალონის შეგირდებმა დამსახურებულად მოიგეს. ანგარიში მე-40 წუთზე დე პაულიმ გახსნა, რომელსაც მესიმ მშვენიერი პასი გაუკეთა, 83-ე წუთზე ლეომ მცველს ბურთი აართვა, ხელსაყრელ სიტუაციაში მყოფ ლაუტაროს უპასა და მანაც შეაგდო, 93-ზე კი თავად მესის ჯერი დადგა, რომელმაც შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა.

არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკის 1/2 ფინალშია და აღნიშნულ ეტაპზე კოლუმბიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. კოლუმბიელებმა 1/4 ფინალში ურუგვაისთან ფრე 0:0 ითამაშეს და პენალტების სერიაში გაიმარჯვეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *