კოპა ამერიკაზე მე-5 ტურის მორიგი მატჩი გაიმართა. A ჯგუფში არგენტინის ნაკრები ბოლივიას შეხვდა და 4:1 დაამარცხა. ამ მატჩში უდაოდ საუკეთესო იყო ლეო მესი, რომელმაც დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
ანგარიში უკვე მე-4 წუთზე პაპუ გომესმა გახსნა, რომელსაც ასისტენტობა მესიმ გაუწია. 33-ე წუთზე მესიმ პენალტი შეაგდო, 42-ზე კი აგუეროს გადაცემის შემდეგ აიღო მეტოქის კარი. მე-60 წუთზე მარიო საავედრამ ერთი ბურთი გაქვითა, მატჩს კი წერტილი 65-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა დაუსვა.
არგენტინის ნაკრები 10 ქულით პირველ ადგილზე გავიდა და პლეი-ოფში ეკვადორის ეროვნულ გუნდს შეხვდება. ბოლივია უქულოდ ბოლო პოზიციას დასჯერდა.