ლიგა 1-ის მე-12 ტურში პსჟ ლილს შეხვდა და 2:1 დაამარცხა. ტრადიცილურად მატჩის მონაწილე ფეხბურთელები Whoscored.com-მა შეაფასა. პსჟ-ს მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება ლეო მესიმ მიიღო, რომელსაც 6.2 დაუწერეს. პოჩეტინოს შეგირდებიდან მესიზე დაბალი შეფასება (6.0) მხოლოდ ანდერ ერერამ მიიღო, რომელიც თამაშში 92-ე წუთზე ჩაერთო.
მესიმ ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში მოედანზე აღარ გამოჩენილა. მის ნაცვლად შეხვედრაში მაურო იკარდი ჩაერთო. შეგახსენებთ, რომ მესი პსჟ-ში წელს ზაფხულში გადავიდა. არგენტინელმა პარიზელთა მაისურით ლიგა 1-ში 5 მატჩი ჩაატარა და ჯერაც უგოლოდაა.
რაც შეეხება პსჟ-ს, გუნდი 31 ქულით პირველ ადგილზეა და შემდეგ ტურში ბორდოს შეხვდება.