მესის ხელფასი – რამდენს იღებს, რამდენს აიღებს და რამდენი შეიძლება აიღოს პსჟ-ში?

ლეო მესის პსჟ-ში გადასვლა, წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემაა. ცხადია ფრანგები მას სოლიდურ ანაზღაურებას დაუნიშნავდნენ. ეს ესეც უნდა იყოს, რადგან არგენტინელი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, პსჟ-ს კი რაც არ უჭირს ფულია.

ფრანგული პრესის ინფორმაციით, ლეო პირველ სეზონში 30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, შემდეგ სეზონში 40 მილიონს აიღებს, თუ მესამე სეზონსაც პსჟ-ში დაჰყოფს, კვლავ 40 მილიონს. 3 წლის განმავლობაში მესი 110 მილიონ ევროს აიღებს, პლუს ამას ბონუსები, რომელიც კონტრაქტში არის გათვალისწინებული.

რაც შეეხება პსჟ-ს ამ სეზონის ამბებს, გუნდი ლიგა 1-ში 5 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით პირველ ადგილზეა. პოჩეტინოს შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ბრიუგესთან 1:1 ითამაშეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *