მესის 3 ასისტი, რამოსის დებიუტი და ნეიმარის ტრავმა – ეს ყველაფერი სტ. ეტიენთან (ვიდეო)

ლიგა 1-ის მე-15 ტურში პსჟ სტ. ეტიენს ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში რამდენიმე აღსანიშნავი ფაქტი მოხდა. პირველი ის, რომ სამივე საგოლე გადაცემა ლეო მესიმ შეასრულა. არგენტინელმა ასისტენტობა 2-ჯერ მარკინიოსს გაუწია, ერთხელ კი ანხელ დი მარიას.

დღევანდელ შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა სერხიო რამოსს, რომელიც გუნდს ივლისში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. რამოსი აქამდე ტრავმის გამო ვერ თამაშობდა.

სწორედ დღევანდელ მატჩში მიიღო ნეიმარმა ტრავმა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ზუსტად რა დაზიანება აქვს ფეხბურთელს.

პსჟ 40 ქულით პირველ ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას ნიცასთან გამართავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *