მესის 672 სიხარული (ვიდეო)

ლეო მესიმ ბარსელონა დატოვა და კარიერას დიდი ალბათობით პსჟ-ში გააგრძელებს. ახლახან ინტერნეტში გაჩნდა ვიდეო, სადაც მესის ბარსელონაში გატანილი ყველა (672) გოლია. ვიდეო 42 წუთზე მეტ ხანს გრძელდება, თუმცა მისი ნახვა ნამდვილად ღირს.

ლეო მესი ბარსელონას მთავარ გუნდში 2004-21 წლებში გამოდიოდა. ბლაუგრანასთან ერთად მან ლა ლიგა (10), ესპანეთის თასი (7), ესპანეთის სუპერთასი (8), ჩემპიონთა ლიგა (4), უეფას სუპერთასი (3) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (3) მოიგო. მესიმ ბარსას რიგებში 778 მატჩი ჩაატარა, 672 გოლი გაიტანა და 305 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *