მესის 80

Soccer Football - World Cup - South American Qualifiers - Argentina v Uruguay - El Monumental, Buenos Aires, Argentina - October 10, 2021 Argentina's Lionel Messi in action REUTERS/Agustin Marcarian

ბუენოს აირესში, მსოფლიოს 2022 წლის მე-5 ტურის გადატანილ მატჩში, არგენტინის ნაკრებმა ოდინდელი მტერი, ურუგვაის ეროვნული გუნდი 3:0 დაამარცხა.

38-ე წუთზე ანგარიში ლიონელ მესიმ გახსნა. ეს ლეოს მე-80 გოლი გახლდათ ალბისელესტეს შემადგენლობაში. ამ ნიშნულის მისაღწევად 34 წლის ფორვარდს 155 შეხვედრა დასჭირდა. მის ანგარიშზე ასევე 51 საგოლე პასია.

10 მატჩის შემდეგ არგენტინის ნაკრები კონმებოლის ცხრილში 22 ქულით მეორე ადგილზეა. ლიდერი კი 28-ქულიანი ბრაზილიაა.

No description available.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *