ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პსჟ-მ მადრიდის რეალს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. შეხვედრის 62-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა ლეო მესის, რომელმაც პენალტი გააცუდა.
MisterChip-ის ცნობით, მესიმ ჩემპიონთა ლიგაში მე-5 პენალტი გააფუჭა, რითიც ტიერი ანრის ანტირეკორდი გაიმეორა. სათქმელია, რომ არგენტინელმა ლიგაში სულ 23 პენალტი შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ მესი პსჟ-ს შარშან ზაფხულში შეუერთდა. ლეოს ანგარიშზე პარიზელთა მაისურით 21 მატჩი და 7 გოლია, საიდანაც 5 ჩემპიონთა ლიგაში შეაგდო.