“მესი? არ ვარ დარწმუნებული, რომ აქ კარგად ითამაშებდა…”

ლივერპულის ლეგენდამ და ოქროს ბურთის მფლობელმა მაიკლ ოუენმა კოდი გაკპოზე გამოთქვა აზრი. ლივერპულის ახალწვეულმა ვერც ჩელსისთან გაიბრწყინა: 4 მატჩი და ჯერჯერობით არც გოლი, არც საგოლე პასი…

ოუენმა გაკპოს ამბავი ასე ახსნა. ლეო მესიც ახსენა…

„გაკპო მეცოდება. ის არასტაბილურ გუნდში გადავიდა, რომელსაც თავდაჯერება აღარ აქვს. გაკპოს ნახევარმომენტები ჰქონდა და ჩანს, რომ ძალიან ცდილობს. დარწმუნებული ვარ, მომავალში მასზე ილაპარაკებენ, როგორც კარგ შენაძენზე. ახლა კი ამ ლივერპულში… მესიც რომ მოეყვანათ, არ ვარ დარწმუნებული, რომ კარგად ითამაშებდა. ალბათ გაუჭირდებოდა. ლივერპულს რთული პერიოდი აქვს“ (The Mirror)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *