მესი ბავშვია… “რას ნერვიულობ, მე სიგარეტით გამოვიდოდი”

კილიან მბაპემ ლეო მესის თვისებებზე ისაუბრა. იმაზე, რომ არგენტინელს ოქროს ბურთები არ სწყინდება. და საკუთარ ემოციებს შეადარა.

„შარშან მეშვიდედ მოიგო ოქროს ბურთი. ცერემონიალამდე, იმ დილით მესი ნერვიულობდა. შესაძლოა იმას ფიქრობდა, თუ რას იტყოდა სცენაზე, როცა პრიზს მიიღებდა. და რა სიტყვებით უნდა გამოსულიყო.

…მაშინ ლეოს ვუთხარი: „როგორ ნერვიულობ, როცა 6-ჯერ გაქვს მოგებული?! შენს ადგილზე სცენაზე სიგარეტით გამოვიდოდი.

…ეს ნიშნავს, რომ მესის ბავშვის სული აქვს და რომ დღესაც სიგიჟემდე უხარია საუკეთესოდ აღიარება. ეს არასოდეს არ სწყინდება“ ( L’Équipe)

Leave a comment

Your email address will not be published.