მესი ბარსელონას შორდება? ლეოსა და გუნდს შორის სიტუაცია დაიძაბა

ლეო მესი ბარსელონას ახალ კონტრაქტზე შესაძლოა არ დათანხმდეს. RAC1-ის ინფორმაციით, არგენტინელი კიდევ ერთხელ შეხვდა ჟოან ლაპორტას. იმავე RAC1-ის ცნობით, მესის არ სჯერა ლაპორტას ახალი პროექტის. გარდა ამისა მას არ მოსწონს გუნდში არსებული ფინანსური სიტუაცია, რის გამოც შესაძლოა ახალი სეზონი ახალ გუნდში დაიწყოს.

გავრცელებული ინფორმაციით, მესის ირგვლივ არსებულ სიტუაციას პსჟ აკვირდება. არახალია, რომ ფრანგებს დიდი ხანია, რაც ლეოს დამატება სურთ.

შეგახსენებთ, რომ მესის ბარსელონასთან კონტრაქტი დაახლოებით 1 თვის წინ დაუმთავრდა და ახლა თავისუფალი აგენტია. თავიდან იწერებოდა, რომ მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ, თუმცა ფაქტია სიტუაცია შეიცვალა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *