მესი ბარსელონაში ჩავიდა (ვიდეო)

ლეო მესი ბარსელონაში ჩავიდა. პსჟ-ს ფეხბურთელებს ლილთან 4:3 მოგების შემდეგ, 3 დღით დასვენების უფლება მისცეს და როგორც ჩანს არგენტინელი ამ დროის გატარებას ესპანეთში აპირებს. აქვე გეტყვით, რომ პსჟ-ს უახლოესი მატჩი 26 თებერვალს აქვს. კრისტოფ გალტიეს გუნდი მარსელს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ მესიმ კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ ესპანეთში გაატარა. იგი ბარსელონას აღზრდილია და 2005-21 წლებში ამ გუნდის ღირსებას იცავდა. 2021 წლის ზაფხულში მესის ბლაუგრანასთან კონტრაქტი ამოეწურა და პსჟ-ს ფეხბურთელი გახდა.

ლეო მესიმ ამ სეზონში პსჟ-ს რიგებში 27 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. პსჟ ლიგა 1-ში 57 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ მარსელს 5 ქულით უსწრებს. პარიზელები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალშიც არიან, სადაც პირველი თამაში ბაიერნთან 0:1 წააგეს, განმეორებითი შეხვედრა კი 9 მარტს გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *