მანჩესტერ სიტიმ ინგლისის თასზე 2:0 მოუგო ჩემპიონშიფის აუტსაიდერ პიტერბოროს, მაგარი კომენტარი კი ჯეკ გრილიშმა გააკეთა… სიტის ათიანმა:
„მე და ფილ ფოდენმა თამაშამდე ლეო მესის ვიდეოს ვუყურეთ, საუკეთესო მომენტებს. ეს გზაში, როცა ავტობუსით მივდიოდით. კარგად გავერთეთ.
…როცა გოლი გავიტანე, ფოდენი გამოიქცა ჩემსკენ და მითხრა, რომ სწორედ მესის ერთ-ერთ გოლს ჰგავდა, ავტობუსში რომ ვნახეთ“ (BBC)