ლეო მესი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. არგენტინელმა ეს ტიტული მეორედ მოიგო და ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საუკეთესოს წოდება 2 სხვა და სხვა მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო.
მესი მუნდიალის საუკეთესოდ პირველად 2014 წელს დაასახელეს, როცა არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გერმანიასთან 0:1 დამარცხდა, ახლა კი წელს მეორედ.
ლეო მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო 2:2 მორჩა, დამატებითებში გუნდებმა თითო შეაგდეს და გამარჯვებული პენალტების სერიაში გაირკვა.