მესი დაბრუნდა

ლეო მესიმ 2 კვირიანი იძულებითი შესვენების შემდეგ პსჟ-სთან სრულფასოვნად პირველად ივარჯიშა. მოგეხსენებათ არგენტინელს კორონავირუსი ჰქონდა და გამოჯანმრთელებას მოსლოდნელზე მეტი დრო დასჭირდა.

მესი პსჟ-ში შარშან ზაფხულში გადავიდა. არგენტინელმა ფრანგთა მაისურით 16 მატჩი ჩატარა და 6 გოლი გაიტანა, საიდანაც 1 შედეგიანი დარტყმა ლიგა 1-ში მოდის, 5 კი ჩემპიონთა ლიგაში.

პსჟ შიდა ასპარეზზე 50 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ ნიცას 11 ქულით სჯობნის. პოჩეტინოს შეგირდები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში რეალს შეხვდებიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *