ლეო მესი პსჟ-ში 30 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ლიგა 1-ის წესების მიხედვით, 30 ნომრიანი მაისურით ასპარეზობა მხოლოდ მეკარეებს შეუძლიათ. Footmercato-ს ცნობით, პსჟ-ს მესვეურები ლიგა 1-ის ხელმძღვანელებს შეხვდნენ და გამონაკლისის დაშვება სთხოვეს, რაზეც თანხმობა მიიღეს.
მესისთვის 30 ნომერი უცხო არ არის. თავდაპირველად ბარსელონაში იგი სწორედ ამ ნომერს ატარებდა, შემდეგ 19-ს, 2008 წლიდან კი ბარსას ათიანი გახდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ლეოს ყველაზე დიდი წარმატებები.
მესის 10 ნომრით თამაში პსჟ-შიც შეეძლო, ნეიმარმა მას ათიანის დათმობა შესთავაზა, თუმცა ლეომ უარი განაცხადა.