ორი კომენტარი ლეო მესიზე. ჯერ ვნახოთ, რა თქვა არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ პარაგვაისთან კოპა ამერიკაზე 1:0 მოგების მერე.
„რეალობაა, რომ მესი დაიღალა. ის ყველა მატჩს თამაშობს, მაგრამ რთულია, მასზე გათვლა არ გააკეთო. მართალია, დაღლილია, მაგრამ განსხვავებას ქმნის თამაშში. პარაგვაისთან შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება გავაკეთეთ და მაინც ავიღეთ სამი ქულა“.
კამერუნელმა სამუელ ეტოომ კი მესი-აგუეროს დუეტზე ისაუბრა, ბარსელონაში ისინი ფეიერვერკს მოაწყობენო.
„60-60 გოლს ვნახავთ სეზონში. მთავარია, ტრავმები აიცილონ თავიდან. მესი არის მთლიანად ბარსელონა და სხვა გუნდის ფორმაში ვერც წარმომიდგენია.
…ის ღმერთია! იყო დრო, მესი ჩემს რჩევებს ისმენდა და პრაქტიკაში გადაჰქონდა. ხშირად ტელევიზორში შეძრომა და გოლების მასთან ერთად აღნიშვნა მინდა. იმდენად ლამაზი გოლებია, რომ ასეთ გრძნობასაც გიჩენს“.