მესი და მაისურები… ეს სიგიჟეა

ბარსელონა ჯერ კიდევ სარგებლობს ლეო მესით. არგენტინელი ზაფხულში გადავიდა ფრანგულ პსჟ-ში, მაგრამ ბარსას მაღაზიაში შესაძლებელია მესის მაისურის ყიდვა ორიგინალი ავტოგრაფით: ეს 1170 ევრო ღირს..

კიდევ, 643,5 ევროდ იყიდება მესის კაპიტნის სამკლავური ასევე ავტოგრაფით.

და რამდენიმე დღის წინ ფრანგულ პრესაში დაიწერა, რომ პსჟ-მ მესის თითქმის მილიონი მაისურა გაყიდა.

„კომერციული თვალსაზრისით მესის აქტივობა წარმოუდგენელ სიმაღლეს აღწევს. 2020 წლის მერე, პსჟ-ის მაისურებზე მოთხოვნა 30-40 პროცენტით გაიზარდა. უფრო მეტი მაისურა რომ გამოგვეშვა, ისინიც გაიყიდებოდა“ – თქვა პსჟ-ის სპონსორული გარიგებების დირექტორმა მარკ არმსტრონგმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *