ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯო კოულმა, განაცხადა, რომ არგენტინელ თავდამსხმელ ლიონელ მესის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს. ბრიტანელის თქმით, მესის შედარება მხოლოდ პელესთან შეიძლება, კრიშტიანუ რონალდუ და დიეგო მარადონა კი მას ჩამორჩებიან.
„ყოველთვის იქნება დებატები (ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი ისტორიაში). მაგრამ მესიმ ყოველგვარი კამათი დაასრულა. ყველაფერი მოიგო.
მანამდე მსოფლიო ჩემპიონატებზე უჭირდა და ეს კითხვებს აჩენდა. თუმცა, არგენტინელმა პრობლემა გადალახა. მესის მსგავსი მოთამაშე არასდროს მინახავს. მას ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ. ლეოსთან მხოლოდ პელეს შედარება შეიძლება. მესიმ რონალდუს და მარადონას აჯობა“, – თქვა ჯო კოულმა.