მესი და პსჟ კონტრაქტის გახანგრძლივების ორ ვარიანტს განიხილავენ

პსჟ და ლეო მესი ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არიან. Sport.es-ის ინფორმაციით, მხარეები განახლებული ხელშეკრულების 2 ვარიანტს განიხილავენ. პირველი ეს ახალი 1 წლიანი კონტრაქტია, მეორე კი ხელშეკრულების 1+1 სისტემით გაფორმება.

ამ თემაზე მხარეები ერთმანეთს უახლოეს დღეებში შეხვდებიან და სიტუაცია საბოლოოდ გაირკვევა. ისიც ცნობილია, რომ მთავარი სიტყვა არგენტინელ ფეხბურთელზეა.

რამდენიმე კვირის წინ დაიწერა, რომ ლეო მესის პსჟ-დან წასვლა სურს, თუმცა შემდეგ ისიც ითქვა, რომ ინფორმაცია მცდარია.

მესი პსჟ-ში 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს. 35 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში 21 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *