მესი: ეს გამარჯვება ღმერთმა მაჩუქა

მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, პრესტიჟული ტიტული აღარ დარჩა, რომელიც ლეო მესის შეეძლო მოეგო და ვერ მოიგო. 

– აქამდე მსოფლიოს პლეი-ოფ-ში გატანილი არ გქონდათ. ყველაფერმა შესანიშნავად იმუშავა. 

ამაზე ნათესავებთან, ოჯახთა, მეგობრებთან ვილაპარაკე. ყველაფერი როგორც უნდა მომხდარიყო, ისე მოხდა. ეს ფილმის  დასასრულს ჰგავს. 

ერთხელ ვთქვი, რომ დარწმუნებული ვიყავი, ღმერთი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მაჩუქებდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამას ძლიერად ვგრძნობდი. ვფიქრობ, დრო შესანიშნავად შეარჩია. არჩევანი რომ მქონოდა, მეც ამ მომენტს ავირჩევდი. 

– ამას 35 წლის ასაკში მიაღწიეთ…

სწორედ ამას ვამბობ. ეს წარმატება  მაშინ მოვიდა, როდესაც კარიერა თითქმის დასრულებული მაქვს. ეს სიგიჟეა. ეს რომ უფრო ადრე მომხდარიყო, რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა, მაგრამ მაშინ როცა ხდება, როდესაც ცოტა დარგრჩა…

კინაღამ მსოფლიო ჩემპიონობის გარეშე დავრჩი. უკეთეს სცენარს ვერც კი წარმოვიდგენდი,” – თქვა მესიმ.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *