მესი ლაიფციგთან არ ითამაშებს

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, პსჟ ლაიფციგს უმასპინძლებს. ფრანგული გუნდის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას ლეო მესი ვერ მიიღებს. არგენტინელმა ლილთან მცირე ტრავმა მიიღო და კვლავაც გამოჯანმრთელების პროცესშია.

პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში 7 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. წინა ტურში გუნდი სწორედ ლაიფციგს შეხვდა და მატჩი ფრანგთა სასარგებლოდ 3:2 დასრულდა, მესიმ კი დუბლი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი მეგავარსკვლავი პსჟ-ს წელს ზაფხულში შეუერთდა. პსჟ-ს მაისურით მის ანგარიშზე 8 მატჩი და 3 გოლია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *