7 გზის ოქროს ბურთის მფლობელს, ლეო მესის კარიერაში უამრავი ფანტასტიკური გოლი დაუგროვდა. არგენტინელმა ფორვარდმა ამაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეფექტურ გოლებზე ის არ ფიქრობს და სიტუაციურად მოქმედებს
“ეს თავისთავად ხდება. რთულია ლამაზი გოლი წინასწარ ჩაიფიქრო. ვარჯიშობ და ცდილობ ყოველ დღე გაიზარდო, თუმცა ეფექტური გოლები თავისით მოდის.
სტილი ბავშვობიდან არ შემიცვლია. ბევრი რამ მოედანზე სპონტანურად ხდება, რაც მინდორზე შექმნილ სიტუაციასთანაა დაკავშირებული.
ჩვეულებრივ გოლებთან პრობლემა არ მაქვს. ეს შეტევის სხვა ტიპია. როცა გოლებს ვიტან, ხშირად მოძრაობას სიღრმიდან ვიწყებ და ამის გამო განსხვავებული გამოდის,” – თქვა ლეომ