მესი, მბაპე, ანელკა

ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში 42 წლის ნიკოლა ანელკამ თავისი პირველი კლუბის პარი სენ ჟერმენის დღევანდელ მდგომარეობაზე ილაპარაკა.

„შეტევათა ლიდერი უნდა იყოს მპბაპე, რადგან ის ყველას სჯობია. მესი ყველას ბარსელონაში სჯობდა, აქ კი მბაპეს უნდა გაუწიოს ასისტენტობა. მბაპე ხუთი წელიწადია პსჟ-ში თამაშობს და არგენტინელმა მას პატივი უნდა სცეს“, – თქვა ანელკამ.

Messi makes debut as Mbappe shines in PSG win | Football – Gulf News

კონკრეტულად მბაპეზე და მის მოსალოდნელ ტრანსფერზე ანელკამ ეს ილაპარაკა:

„ის ფენომენალური ფეხბურთელია. სისწრაფის თვალსაზრისით მას მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს. თუკი პარიზელებს საუკეთესო გუნდის შექმნა სურთ, ყველა ღონე უნდა იხმარონ რომ ის შეინარჩუნონ. თუმცა, როგორც ვატყობ, მბაპეს გონებაში ყველაფერი დალაგებული აქვს. მას სურს განსხვავებული გამოცდილება და თან ისეთი, მისთვის აზრი რომ ექნება. ის ოქროს ბურთის მოგებაზე ფიქრობს, მაგრამ როგორ შეძლებს ამას თუკი უეფას რეიტინგით მეექვსე ლიგაში დარჩება? ბოლო სამი წლის განმავლობაში კილიანს ინგლისში ან ესპანეთში რომ ეთამაშა, ოქროს ბურთი უკვე მოგებული ექნებოდა“.

მესიზე …

„მესის საქციელი ძალიან კარგად მესმის. როდესაც გყავს მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც ახალ გუნდში ჯერ გოლი არ გაუტანია, ის 65-ე წუთზე არ უნდა შეცვალო. ამ შეცვლამ მესიზე ძალიან იმოქმედა. ნებისმიერმა თავდამსხმელმა უნდა იგრძნოს, რომ მწვრთნელი მას ენდობა. მეც ფორვარდი ვიყავი და ნამდვილად ვიცი, რომ მესის ადგილას გავბრაზდებოდი. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაში სიტისთან გაყანილი გოლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდება“.

Anelka believes letting Cavani leave would be a mistake

ბოლოს კი ანელკამ თავის მომავალ გეგმებზე ილაპარაკა.

„მწვრთნელობას ნამდვილად ვაპირებ, მაგრამ არა ევროპაში. სადმე აზიაში, სპარსეთის ყურეში მირჩევნია. მაგრამ, თუ ოდესმე პსჟ-ში ჩადგომას შემომთავაზებენ, უარს არ ვიტყვი. პარი სენ ჟერმენი ერთადერთი ევროპული გუნდია, რომელსაც გავწვრთნიდი“.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *