ბოლო სიახლეები ლეო მესიზე… ოღონდ, ჯერ გადაწყვეტილი არაა.
პსჟ-ში ის ყოველწლიურად 50 მილიონ ევროს მიიღებს, ხელშეკრულება კი 2+1-წლიანი იქნება. ეს ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ თქვა.
ლეო მესი 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ამ ნომრით თამაშობდა ერთ დროს ბარსელონაში, როცა 20 წლისაც არ იყო და გრძელი თმებით დარბოდა. იქაც და აქაც ბრაზილიელი 10 ნომრები: რონალდინიო და ახლა ნეიმარი.
პსჟ-ის მფლობელ ტამიმა ბინ-ჰამად ალ-ტანის ძმამ, ჰალიფამ Twitter-ზე დაწერა, რომ პსჟ-მ მესისთან მოლაპარაკება დაასრულა:
„ყველაფერი გადაწყდა და მორჩა. ოფიციალურად მოგვიანებით გამოცხადდება“.
ამ დროს კი ყატარულმა კლუბმა ალ-სადმა არგენტინელს სამწლიანი კონტრაქტი და 1 მილიარდი ევრო შესთავაზა! ალ-სადს მესის მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი ჩავი წვრთნის.