მესი პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს

ლეო მესი პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა ჟერარ რომერომ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მან თქვა, რომ მესის მას შემდეგ აღარ სურს კლუბში კიდევ 1 სეზონით თამაში, რაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

მუნდიალამდე სიტუაცია სხვანაირად იყო. პარიზელები მესისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებდნენ და მესიც თანახმა იყო, თუმცა როგორც უკვე გითხარით, მესიმ გადაწყვეტილება შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ ლეო მესის საუდის არაბეთის კლუბი ალ-ჰილალი იწვევს, რომელიც ფეხბურთელს წელიწადში 280 მილიონ ევროს სთავაზობს. ამ თემაზე მესის პოზიცია ჯერ-ჯერობით უცნობია.

არგენტინელი ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია. მიმდინარე სეზონში მესიმ პსჟ-ში 21 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *