ლეო მესის ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებაზე ათიოდე დღის წინ დაიწერა: მეუღლესაც სურს კატალონიაში და ოჯახი ზოგადად პარიზულ სიცივეს ვერ ეგუებაო.
სიახლე ისაა, რომ ორშაბათს მესი ბარსელონაში ჩაფრინდა და რესტორანში ვახშმობდა ჩავისთან და სერხიო ბუსკეტსთან ერთად. ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად, მაგრამ ახლა ხომ ჩავი ბარსას მწვრთნელია…
შეგახსენებთ, ლეომ პსჟ-ის ბოლო მატჩში 30 წუთი ითამაშა და საგოლე პასი გააკეთა. ეს რეიმსთან (4:0). მესი გამოტოვებს არგენტინის ნაკრების უახლოეს თამაშებს, რადგან კორონავირუსისგან ახალი განკურნებულია. პირველად 18 იანვარს ივარჯიშა.