მესი სასტუმროში

მესის თანაკლუბელმა და თანამემამულემ ანხელ დი მარიამ თქვა, რომ მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელის პარიზული ცხოვრება გარედან უფრო ლამაზად ჩანს, სინამდვილეში კი პრობლემურია.

არგენტინული ნახევარმცველი ამბობს, რომ მესის ახალი ცხოვრება არც ისე კარგია.

დი მარია: „როდესაც ლეო სადილად მიდის, ყოველთვის მოტოციკლები ან მანქანები ახვევია. მაგრამ, აქაურმა ხალხმა სხვისი პატივისცემა იცის და თუ ჩვენ სადმე შევდივართ, ყველა თავს გვანებებს. თუმცა, წასასვლელი მაინცდამაინც არსად გვაქვს“.

Hôtel Le Royal Monceau Raffles Paris, Paris – Updated 2021 Prices

მესის პარიზში სახლი ჯერ არ აქვს. ის, მისი მეუღლე ანტონელა და სამი შვილი სასტუმრო „როიალ მონსოში“ ცხოვრობს.

ეს გახლავთ ოტელი, რომლის ყველაზე იაფი ნომერი დღე-ღამეში 1000 ევროა. მას აქვს ექვსი რესტორანი და კინოთეატრი.

„როიალ მონსო“ გაიხსნა 1928 წელს. ცნობილ ადამიანთა შორის, ვისაც ამ სასტუმროში უცხოვრია, იყვნენ უინსტონ ჩერჩილი და რობერტ დე ნირო.

ამბობენ, რომ 2017 წელს, სანამ პარიზში სახლს შეარჩევდა, ამავე სასტუმროში ცხოვრობდა ნეიმარი.

All about the Royal Monceau, the hotel where Lionel Messi will live

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *