მესი საუკეთესო ადგილას

მეორე დღეა პარიზში სრული საგიჟეთია. საფრანგეთის დედაქალაქში ლეო მესი ჩავიდა. პარი სენ-ჟერმენის ქომაგებმა ჯერ კიდევ წინა საღამოს გაავსეს ლე ბურჟეს აეროპორტი, მაგრამ არგენტინელი იმ დღეს ბარსელონაში იცრემლებოდა. ღრუბელმა გადაიარა და ლეო ოჯახთან ერთად პარიზში 10 აგვისტოს გაღიმებული ჩაფრინდა.

პსჟ-სთან მისი კონტრაქტი ორწლიანია. ის კვირაში ჯამაგირად 1 მილიონ ევროს მიიღებს. პლუს ბონუსები, რომლებიც არც ისე ცოტაა. ჯამში წელიწადში დაახლოებით 40 მილიონი გამოვა…

დღეს, 11 აგვისტოს კი, ადგილობრივი დროით დილის 11 საათზე, კლუბის მფლობელმა ნასერ ალ-ხელაიფიმ და მესიმ, პარკ დე პრენსზე პირველი პრესკონფერენცია გამართეს.

ალ-ხელაიფი მესის შესახებ:

ბედნიერი და ამაყი ვარ ლეო მესის პსჟ-ის მოთამაშის სტატუსით წარდგენით. ეს ისტორიული მომენტია ჩვენი კლუბისთვისაც და მსოფლიო ფეხბურთისთვისაც. ყველა იცნობს მესის, რომელმაც ექვჯერ მოიგო ოქროს ბურთი და ფეხბურთი ჯადოქრობად გადააქცია. ის ნამდვილი ჩემპიონია.

მინდა მადლობა გადავუხადო მის მეუღლეს, მამას – ხორხეს და ყველა იმ ადამიანს ვინც ეს ტრანსფერი რეალობად აქცია. ლეოს უამრავი ტიტული მოუგია და პსჟ-სთან ერთად კიდევ ბევრს მოიგებს.

მესი პარი სენ-ჟერმენსა და პარიზის შესახებ:

ყველამ იცის, რომ ბარსელონაში გატარებული ამდენი წლის შემდეგ, ძნელი იყო წამოსვლა. მაგრამ პარიზში ჩამოსვლისთანავე მე და ჩემმა ოჯახმაც თავი ძალიან კომფორტულად ვიგრძენით. ეს სასიამოვნო სიგიჟე იყო. ერთი სული მაქვს, როდის განახლდება ვარჯიშები, რათა ახალი ეტაპი დაიწყოს ჩემს ცხოვრებაში.

დარწმუნებული ვარ, პსჟ ის კლუბია, რიმელთან ერთადაც ბევრ ჯილდოს მოვიგებ, ამიტომ ვარ აქ.

ახლახან დავბრუნდი შვებულებიდან და გარკვეული დრო დამჭირდება მოსამზადებლად. ვიმედოვნებ, ეს ძალიან მალე მოხდება.

Lionel Messi signs 2-year contract with Paris Saint-Germain

ალ-ხელაიფი ფინანსურ ფეარ ფლეიზე:

ჩვენ ვიცით ფეარ ფლეის წესები და ყოველთვის ვიცავთ მათ. სანამ ახალ ფეხბუთელთან მოლაპარაკებებს დავიწყებთ, ვმსჯელობთ და კონსულტაციებს ვიღებთ, შეგვიძლია თუ არა ამა თუ იმ მოთამაშის შეძენა. რახან ლეო გავიფორმეთ, ესე იგი, ამის შესაძლებლობა გვაქვს. ამ შეთანხმებით ყველა იხეირებს. კონტრაქტის პირობებს არ გავასაჯაროებ, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ყველაფერი წესების თანახმად გავაკეთეთ.

მესი -ჩემპიონთა ლიგის მოგების თაობაზე:

ადვილი არ იქნება. შეიძლება მსოფლიოში საუკეთესო გუნდი გყავდეს, მაგრამ ლიგა ვერ მოიგო. ბევრი წვრილმანია. ამ ტურნირში  უძლიერესი გუნდები მონაწილეობენ, ამიტომ ჩვენ შეკრულები უნდა ვიყოთ, იღბალიც საჭიროა.

ვფიქრობ, გუნდი უკვე მზადაა დიდი გამარჯვებებისთვის. ამას ახალი ტრანსფერებიც ადასტურებს. აქ იმისთვის მოვედი, რომ დავეხმარო წარმატებების მიღწევაში.

ჩემპიონთა ლიგის კვლავ მოგება ჩემი ოცნებაა და პარიზი დღეს საუკეთესო ადგილია ამის გასაკეთებლად.

Lionel Messi says he wants more trophies and is 'excited' by Paris Saint-Germain move | World News | Sky News

ალ-ხელაიფი მბაპეს მომავლის შესახებ:

მბაპე პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელია. მას მოგებები სწყურია. თავად ამბობდა, რომ ძლიერ გუნდში თამაში სურს. ახლა მას ამისათვის ყველაფერი აქვს. მეტად კონკურენტუნარიანი კლუბი დღეს წარმოუდგენელია. ამიტომ, აღარაფერი დარჩენია იმის გარდა, რომ გუნდთან ერთად დიდი გამარჯვებებისთვის იბრძოლოს.

მესი – მეგობარ ნეიმარზე, დი მარიაზე და მწვრთნელ პოჩეტინოზე:

ძალიან გახარებული ვარ, ეს რაღაც სიგიჟეა, მინდორზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად გავალ. გასახდელშიც ბევრი მეგობარი და ნაცნობი მეყოლება. თუკი შემადგენლობას გადახედავთ, ნახავთ, რომ ამ გუნდს დიდი გამარჯვებების მოპოვება შეუძლია.

მე, ნეი, დი მარია და პარედესი ისევ ერთად ვართ. ცხადია, ნეიმარმა და შემადგენლობამ დიდი როლი ითამაშეს ჩემს გადაწყვეტილებაში.

Messi's PSG presentation: All the news and reactions | Marca

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *