მესი… ფიქრი, თითქოს ბოლოჯერ თამაშობს

ბევრმა იცის, რომ ბავშვობაში ლეო მესის კერპი პაბლო აიმარი გახლდათ. აიმარს პიკი ვალენსიაში ჰქონდა, არგენტინის ნაკრებშიც კარგი მატჩები ჩაატარა, ბოლო წლებში კი ნაკრების სამწვრთნელო შტაბშია: ლიონელ სკალონის თანაშემწე.

აიმარმა თქვა, რომ მესი ფულის გამო კი არა, ფეხბურთის სიყვარულის გამო თამაშობს.

„ვერსად ნახავთ 5 წლის ბავშვს, რომელიც ფიქრობს, 30 წლის ასაკში სუპერმდიდარი ვიქნებიო. მესიც ასეა, ბავშვივით უხარია თამაში. კარიერის ბოლოს სხვადასხვა რაღაცეებს აკვირდები, მაგრამ მამოძრავებელ ძალად საქმის სიყვარული რჩება“ (La Selecta)

აიმარმა საინტერესოდ შეადარა მესი და კობი ბრაიანტი. NBA-ს აწ გარდაცვლილი სუპერვარსკვლავის სიტყვები მოიყვანა…

„ბრაიანტმა თქვა, იმ ფიქრით ვთამაშობ, თითქოს მაყურებელი ბოლოჯერ მიყურებს და ბოლო მატჩს ვატარებო. ვფიქრობ, მესიც ასეა. მესიმ და მარადონამ დიდი კვალი დატოვეს. კარგია, რომ მილიონობით ბავშვს სურს მათნაირი იყოს. მათ აძლევს ვარჯიშის მოტივაციას“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *