მესი-96, მესი-132

ლეო მესიმ ტულუზას გაუტანა… დიდი ამბავიო, იტყვით. მხოლოდ საინტერესო სტატისტიკას კი მივაყოლებთ: ტულუზა 96-ე გუნდია, რომელსაც მესიმ გოლი გაუტანა. სულ 113 გუნდის წინააღმდეგ უთამაშია და 96-მდე არის ასული.

100-მდე რაღა აკლია?

ისე, ყველა ტურნირზე ერთად აღებული, ნაკრებებიანად 100-ს დიდი ხანია გადასცდა. 166 გუნდს შეხვდა და 132-ს გაუტანა.

კიდევ, არგენტინელმა ამ სეზონში საკლუბო დონეზე 10 გოლი და 10 საგოლე პასი უკვე მოაგროვა. 2009-2010 წლების სეზონიდან მოყოლებული ორნიშნა გოლ+პასს რეგულარულად ახერხებდა, ბოლოს ორი სეზონი ვეღარ მიაღწია ამ მაჩვენებელს და აი ისევ – ბოლო სამ წელიწადში პირველად მოახერხა 10+10. თან ჯერ რა დროს სეზონის დასრულებაა, კიდევ ბევრს მიამატებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *