მეტალის პანელები… რის ფასად იყიდეს მომავალი ბომბარდირი?

ფოტოზე მარჯვნივ ტონი კასკარინოა. ირლანდიის ნაკრებში 19 გოლი აქვს გატანილი, ევრო-88 და მსოფლიო-90-ში აქვს ნათამაშევი. მოკლედ, მაშინდელ ირლანდიურ სენსაციებს კასკარინოს გარეშე არ ჩაუვლია. სენსაცია კი იმიტომ იყო, რომ ირლანდიელები მანამდე არც ევროპაზე ყოფილან და არც მუნდიალზე…

ამ თავდამსხმელის ისტორიაა საინტერესო და კომიკური. 19 წლის იყო, როცა ინგლისურმა ჯილინგემმა ირლანდიის ნახევრადსამოყვარულო კლუბ ქროკენჰილიდან რამდენიმე მეტალის პანელად და მაისურების კომპლექტად რომ იყიდა. ჯამში 180 გირვანქის ფასად. ფულიც არ გადაუხდიათ.

და იცით, რა კლუბებში ითამაშა კასკარინომ? ასტონ ვილა, სელტიკი, მარსელი, ჩელსი, ნანსი… პრემიერლიგაში ტოპ-ფორვარდებში თუ არა, მეორე ეშელონის თავდამსხმელებში გადიოდა.

დღეს 180 გირვანქად ასეთი ფეხბურთელის ბრელოკსაც ვერ იყიდი. აი, ჯეკ გრილიში გაიყიდა 100 მილიონ გირვანქაზე ძვირად.

Leave a comment

Your email address will not be published.