ნბა-ს 2010 წლის ჩემპიონი მეტა ვორლდ ფისი თვლის, რომ ამჟამინდელ „ლეიკერსს“ ჩემპიონობის პოტენციალი გააჩნია, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ შემადგენლობა „გადაბერებულია“.
„არაერთ საკალათბურთო ექსპერტთან მომიწია საუბარი ამ ფორმაციის „ლეიკერსზე“. წლევანდელი „ლეიკერსი“ ყველაზე ასაკოვანი გუნდია ლიგაში, მაგრამ მემგონი არცისე „ბებრები“ არიან. ლიდერების უმეტესობას ჯერ არ მიუღწევია 39-40 წლისთვის, თუმცა მალე ეს დროც დადგება.
ვფიქრობ, რომ ისინი უნიკალურ მდგომარეობაში იმყოფებიან. რომ გავიხსენოთ ის სეზონი, რომელშიც მე ჩემპიონობა მოვიგე „ლეიკერსის“ მაისურით, გუნდის საშუალო ასაკი 29-30 წელი იყო. როდესაც მაიკლ ჯორდანმა უკანასკნელი საჩემპიონო ბეჭედი მოიგო 34 წლის იყო.
ამ მომენტისთვის „ლეიკერსში“ ასეთი სიტუაციია – გუნდს შემადგენლობაში ყავს რამდენიმე ლიდერი, რომელიც თავისი კარიერის პიკიდან ნელ-ნელა გამოდის, თუმცა ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობა იმისთვის რომ ჩემპიონობისთვის იბრძოლოს. სწორედ ამის გამო მგონია რომ „ლეიკერსმა“ შესაძლოა ეს სეზონი ჩემპიონობით დაასრულოს“ – განაცხადა მეტა ვორლდ ფისმა.