მადრიდის რეალი კარიმ ბენზემასთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ინფორმაცია Goal.com-მა გაავრცელა. აღნიშნული წყაროს ცნობით, ესპანელები კარიმისთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმებას 2025 წლის ივნისამდე აპირებენ. აქვე გეტყვით, რომ ბენზემას რეალთან მოქმედ კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს.
ბენზემასთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებით მადრიდელები იმას დაამტკიცებენ, რომ ფრანგს ძალიან ენდობიან და მბაპეს გუნდში მისვლის შემთხვევაშიც კი, ძირითადში მის ადგილს არაფერი ემუქრება. ისიც სათქმელია, რომ ახალი ხელშეკრულების შემთხვევაში, კარიმის ფინანსური სიტუაცია გაუმჯობესდება.
ბენზემა რეალში 2009 წლის ზაფხულში ლიონიდან გადავიდა და ყველა ტიტული მოიგო, რაზეც ხელი მიუწვდებოდა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის 4 თასი. მიმდინარე სეზონში კარიმმა სამეფო გუნდის მაისურით 8 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.