მეტოქეები სამხრეთ აფრიკა, არგენტინა, იტალია

საბოლოოდ გადაწყდა, რომ 20-წლამდელ მორაგაბეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატს სამხრეთ აფრიკის ქალაქი კეიპთაუნი უმასპინძლებს. შეჯიბრება 24 ივნისს დაიწყება და 14 ივლისამდე გასტანს.

საქართველოს ნაკრები C ჯგუფში იასპარეზებს. ჩვენი გუნდის მეტოქეები სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის ნაკრებები იქნებიან.

A ჯგუფი: საფრანგეთი, უელსი, ახალი ზელანდია, იაპონია
B ჯგუფი: ავსტრალია, ინგლისი, ირლანდია, ფიჯი

მე-12 ადგილზე გასული გუნდი 2024 წელს ალაფაზე დაქვეითდება.

აღსანიშნავია, რომ 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი 2024 წელსაც სამხრეთ აფრიკაში გაიმართება.

იოსებ ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
“სამხრეთ აფრიკა ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა და მოხარულნი ვართ იქ მორიგ ჯერზე ჩასვლის შესაძლებლობა რომ გვექნება. ვიმედოვნებთ, რომ 2024 წელსაც ვეწვევით სამხრეთ აფრიკას, რადგან საქართველოსთვის, როგორც განვითარებადი სარაგბო ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ახალგაზრდები რეგულარულად თამაშობდნენ უმაღლესი დონის ტურნირებში. ამის დასტური ეროვნული ნაკრებია, რომელიც მუდამ ივსება იმ მაღალი დონის მოთამაშეებით, რომლებმაც დიდ რაგბიში პირველი ნაბიჯები 18 და 20-წლამდელთა ჩემპიონატებზე გადადგეს”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *