შაბათს, ლივერპულმა ბარნლის 2:0 მოუგო. 69-ე წუთზე გატანილი გოლი განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია, არა სილამაზით, არამედ მნიშვნელობით – ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა კიდევ ერთი საგოლე პასი მიითვალა.
ინგლისელი მცველისთვის ეს 34-ე ზუსტი გადაცემა იყო, რითაც, პრემიერლიგაში გამართულ შეხვედრებში, კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა.
პორტუგალიელისგან განსხვავებით, ლივერპულის მცველმა ამ ნიშნულს ნაკლებ შეხვედრაში მიაღწია: ტრენტი: 131; კრიშტი: 196.
საგოლე პასების გრაფაში, ასევე, ჰარი კეინს, დელე ალის და პატრიკ ვიეირას გაუთანაბრდა (ყველას 34 პასი აქვს), გასწრებით კი – ალექსის სანჩესს (31); მაიკლ ოუენს (31); ეშლი კოულს (31); იაია ტურეს (32) და პოგბას (33) აჯობა.
შემდეგი ნაბიჯი ლუკაკუ, კოუტინიო და კასორლა (35 პასი) არიან.
კიდევ რამდენიმე ფაქტი. მაგალითად, წინა სეზონში, მიუხედავად იმისა, რომ ლივერპულმა ცუდად ითამაშა, პრემიერლიგაში ტრენტზე მეტი საგოლე პასი მაინც არც ერთ მცველს გაუკეთებია – 8
No defender has provided more Premier League assists since the start of last season as Trent Alexander-Arnold (8).
It’s just what he does. 🅰️ pic.twitter.com/Lgl6cdqaCk
— Squawka Football (@Squawka) August 21, 2021
ინგლისელი სადიო მანესთვის საუკეთესო პარტნიორია – სენეგალელმა არნოლდის პასით 9-ჯერ გაიტანა.
9 – Trent Alexander-Arnold has provided nine assists for Sadio Mane in the Premier League, four more than he has for any other Liverpool player. Wavelength. #LIVBUR pic.twitter.com/Nscz6QQMKo
— OptaJoe (@OptaJoe) August 21, 2021
ბარნლისთან შეხვედრაში, ტრენტმა ყველაზე მეტი საგოლე შანსი შექმნა – 7
Trent Alexander-Arnold created more chances than any other player against Burnley (7).
And he topped it off with an assist. 🎯 pic.twitter.com/AllYse8h45
— Squawka Football (@Squawka) August 21, 2021