ფიტნეს-მოდელის, ბახარ ნაბიევას მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ნებისმიერი ფოტო, თაყვანისმცელებისთვის მოვლენად იქცევა ხოლმე.
27 წლის ნაბიევას თავის დროზე „მის ფოლადის უკანალი“ შეარქვეს. ძალიან უჩვეულო, თავისებური გარეგნობისაა: დიდი შავი თვალები და ასევე შავი გრძელი ხშირი თმა, თაყვანისმცელებს ძალიან მოსწონთ. ინსტაგრამშიც უკვე 2 მილიონამდე გამომწერი მოუგროვდა.
ეროვნებით აზერბაიჯანელია. ბაქოშია დაბადებული. დედა უკრაინელი ჰყავს და ამჟამად დნეპროპეტროვსკში ცხოვრობს.
ბლოგერიც ყოფილა და მსოფლიოშიც გაითქვა სახელი. მექსიკაში ალქაჯი დაარქვეს, ამერიკაში კი სტატიები დაწერეს, რომლებშიც ამტკიცებდნდნ, უცხოპლანეტელიაო…