ლეო მესი France Football-ის ვერსიით 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 180 ქვეყნის ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად პირველობა სწორედ მან მოიპოვა, მეორე ადგილზე კი რობერტ ლევანდოვსკი გავიდა.
არგენტინელმა ფეხბურთელმა წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მეშვიდედ მოიპოვა. მესიმ პირველობა აქამდე 2009, 2010, 2011, 2012, 2015 და 2019 წლებში არ დათმო.
მესიმ 2021 წელს ესპანეთის თასი და არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკა მოიგო. წლის პირველი ნაწილი მან ბარსელონაში გაატარა, ზაფხულში კი პსჟ-ს მაისურა მოირგო.
როგორც უკვე გითხარით, მეორე ადგილზე რობერტ ლევანდოვსკი გავიდა, მესამე პოზიცია ჟორჟინიომ დაიკავა, მეოთხე კარიმ ბენზემამ, ხოლო ხუთეული ნგოლო კანტემ დაასრულა.