ბაიერნში წელს უკვე მე-9 ფეხბურთელს დაუდგინდა კორონავირუსი. მორიგი ინფიცირებული ალფონსო დეივისია. კლუბის საიტის ცნობით, მარცხენა მცველი თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაშია.
დეივისის გარდა კოვიდ 19 მანუელ ნოიერს, კინგსლი კომანს, კორენტინ ტოლისოს, ომარ რიჩარდს, ლუკას ერნანდესს, ტანგი ნიანზუს, ლეროი სანეს და დაიო უპამეკნოსაც აქვთ.
ამ პრობლემებიდან გამომდინარე, ბაიერნმა ბუნდესლიგის ხელმძღვანელობას გლადბახთან მატჩის გადადება სთხოვა, თუმცა უარი მიიღო.
ბაიერნი გერმანიის ჩემპიონატში 43 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე ადგილოსან დორტმუნდს 9 ქულით უსწრებს. გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალშია, სადაც ზალცბურგს შეხვდება.