დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია, არიელ ჰელვანის გადაცემას, “MMA-ს საათს” ესტუმრა და სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა. წამყვანის განსაკუთრებული გაოცება გამოიწვია ილიას ისტორიამ, თუ როგორ დაანება სწავლას თავი ვარჯიშის გამო.
“როცა 15 წლის ვიყავი, ოჯახი ესპანეთში გადავედით საცხოვრებლად. ერთი სიტყვაც კი არ ვიცოდი ესპანურად, თუმცა მალე ავითვისე. სკოლაში ნამდვილი სირთულე იქნებოდა ენის ცოდნის გარეშე ყოფნა, თუმცა მე ეს პრობლემა არ მქონია, რადგან მე და ჩემმა ძმამ (ალექსანდრე თოფურიამ) მამაჩემს ესპანეთში გადასვლისთანავე ვუთხარით, რომ სკოლაში სიარულის მაგივრად გვინდოდა მთელი ჩვენი დრო და ენერგია ვარჯიშისთვის მიგვეძღვნა, რადგან ჩვენი ოცნება იყო UFC. მან კი გვითხრა, თუ მართლა მთელს დროს ვარჯიშს დაუთმობთ, ჩემგან თანხმობა გაქვთ. ბევრი მამა ამას მართლაც არ დასთანხმდებოდა, სწორედ ესაა მიზეზი რატომაც მოვედი UFC-ში ასეთ პატარა ასაკში. სხვანაირად გამიჭირდებოდა ესპანეთიდან UFC-ში მოხვედრა.”