მე მოვუბოდიშო 20 წლის ბიჭს?.. (მალდინის ციტატები)

პაოლო მალდინი 53 წლის გახდა. ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მცველი, რომელმაც 7-ჯერ მოიგო სერია ა, 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და ინდივიდუალურ ტიტულებს აღარ ჩამოვთვლით… რაც თავი გვახსოვდა, მალდინი სულ თამაშობდა და სულ ერთ კლუბში: მილანში.

მალდინის ტოპ-გამონათქვამები:

„მახსოვს სტამბულის ფინალიდან დაბრუნება. 3:3 დამთავრდა და პენალტებში წავაგეთ ლივერპულთან. ჩვენ უკეთ ვითამაშეთ. მილანის აეროპორტში ხალხი გვაგინებდა, ზოგი კი გვეძახდა: „ბოდიში უნდა მოგვიხადოთ!“. მე, რომელმაც ამდენი წელი გავატარე მილანში, 20 წლის ბიჭს უნდა მოვუბოდიშო? და რისთვის? იმისთვის, რომ მშვენივრად ნათამაშევი მატჩი წავაგეთ? მე მათ ვუთხარი, რომ ტრიბუნები წითელი იყო ლივერპულის ფერებით და ინგლისელმა ფანებმა მათ აჯობეს სიმღერაშიც. ამ დროს კი აეროპორტში გვლანძღეს. კინაღამ ჩხუბამდე მივიდა საქმე“.

(როგორც მაშინ იწერებოდა, მალდინის აეროპორტში ასეთი რამ უთქვამს ფანებისთვის: “ჩვენ 3:3 მაინც ვითამაშეთ და პენალტებში წავაგეთ, თქვენ კი 0:10 დამარცხდით”)

 

„ერთხელ ფლორენტინო პერესი სასტუმროში მოვიდა ჩემთან და დიდხანს მელაპარაკებოდა რეალში გადასვლაზე. ვუპასუხე, რომ მილანის დატოვება არ შემეძლო და ეს ვერ მოხდებოდა თუნდაც რეალის სანაცვლოდ!”

„ბევრი ძლიერი ფეხბურთელის წინააღმდეგ ვითამაშე, მატ შორის იყვნენ პლატინი, ზიკო, კარეკა, მათეუსი.. მაგრამ საუკეთესო გახლდათ დიეგო მარადონა. ის ყველა მცველისთვის კოშმარი იყო. ჯერ მარადონაა, მერე სხვები.”

„ფორტუნა ღირსეულებს უღიმის“

„მილანში დავიბადე და მთელი კარიერა მილანში გავატარე. დღეს ასეთ რამეს იშვიათად გაიგებ“

„ფეხბურთის ყურება ძალიან მიყვარს, მაგრამ გულშემატკივარი ვერ გავხდი. ეს იმიტომ, რომ სულ ვთამაშობდი“

„რაღაც თუ უნდა გადავწყვიტო, ესე იგი, უკვე დაშვებული მაქვს შეცდომა“

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *