ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა, ჯეკ გრილიშმა გარეთ საუთგეიტის მუშაობა და “სამი ლომის” ძალა შეაფასა
“საუთგეიტი კარგად მექცევა. ვიცი, რომ მასზე ბევრს წერენ, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი რიგზეა. ის გუნდს ბრწყინვალედ უძღვება.
ინგლისს 6 გარემარბი ჰყავს, რომელიც მსოფლიოს უმეტეს კლუბში ითამაშებდა: მე, სანჩო, რაშფორდი, სტერლინგი, ფოდენი და საკა. მეშინია, ისეთი მაგრები ვართ. ეს ამპარტავნება არ არის, უბრალოდ სიმართლეა.
საუთგეიტს არ შეუძლია ექვსივე ერთად გვათამაშოს, მაგრამ კარგია როცა ყველა მზადყოფნაში გყავს. ის ყოველდღე გველაპარაკება,” – თქვა გრილიშმა.