“მე შონ ომალისთან ბრძოლის შემდეგ” – დვალიშვილი სახალისო ფოტოს ავრცელებს

UFC-ს სუპერმსუბუქი წონის კონტენდერი, მერაბ დვალიშვილი სოც. ქსელში სახალისო ფოტოს ავრცელებს. მერაბი დიდი ხანია იწვევს UFC-ს ამერიკელ ვარსკლავს, შონ ომალის, თუმცა დვალიშვილთან ბრძოლა ამ უკანასკნელის ინტერესებში არ შედის. მიზეზი მარტივია – სტილისტიკურად ომალისთვის მერაბი ძალიან უხერხული მეტოქეა და ზოგადადაც, ომალის ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ კონტენდერებს არ ებრძვის.

მართალია, რეიტინგით მერაბი გაცილებით წინაა შონზე, თუმცა ომალისთან ბრძოლას სხვა ბენეფიტები აქვს – იგი ვარსკლავია და მისი ბრძოლები იყიდება. ამას თავად ქართველი მებრძოლიც აანალიზებს და სწორედ ამ ფაქტს შეეხო მისი ახალი სახალისო ფოტო სადაც იგი დოლარის კუპიურებთან და ოქროს ზოდებთან ერთადაა აღბეჭდილი. “მე შონ ომალისთან ბრძოლის შემდეგ” – ურთავს ფოტოს აღწერად დვალიშვილი და შემდეგ კომენტარს წერს: “მეგობრებო, ეს პოსტი უბრალოდ ხუმრობაა… ფული და ოქროს ზოდები ყალბია და ჩემი არაა.”

Leave a comment

Your email address will not be published.